ფორუმი სახელწოდებით „გლობალური კარიბჭე 2023“ ბრიუსელში დღეს იხსნება. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა თემატური პანელი. ერთ-ერთი მათგანი „სატრანსპორტო დერეფნებია”, სადაც მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება.ფორუმის ფარგლებში, 300 მილიარდამდე ევროს მობილიზება და ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება.