რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის რამდენიმე ოლქის ათობით დასახლება ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ფრონტის ხაზზე 80 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყების ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინული ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 6 სარაკეტო და 51 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი თავს 66-ჯერ ისროლეს. რუსეთის ტერაქტების შედეგად, დაღუპული და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი განადგურდა და დაზიანდა. რუსულმა ძალებმა თავდასხმებისას შაჰედის ტიპის დრონებიც გამოიყენეს, მათი დიდი ნაწილი უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. უწყების ცნობით, დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა რუსების იარაღისა და ცოცხალი ძალის განლაგების სტრატეგიულ უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.