ომის მე-19 დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ჰამასმა გასულ ღამეს ათობით საჰაერო თავდასხმა განახორციელა. დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა. 200-ზე მეტი ისრაელელი კვლავ ჰამასის ტყვეობაში რჩება. მძიმე ვითარებაა ღაზაშიც, ისრაელი სარაკეტო შეტევებს აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის მოიერიშე თვითმფრინავებმა დილით სირიის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურას და ნაღმმტყორცნებს დაარტყეს. მათი განმარტებით, თავდასხმა ისრაელის მიმართულებით რაკეტის გასროლის საპასუხოდ განხორციელდა. თავდაცვის ძალების ცნობით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინთან პალესტინელებთან შეტაკების დროს დრონით თავდასხმა განახორციელეს და ორი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ისრაელი მიერ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკთან პატრულირების განხორციელებას მოჰყვა. პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.