საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მისი პიარის ნაწილად მიიჩნევენ.“ქართული ოცნების” ოპონენტების მტკიცებით, 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ხელისუფლებას დიდი დრო ჰქონდა, თუმცა არაფერი გააკეთა საქართველოს პოზიციების გასამყარებლად, ამიტომ ფასადური ვიზიტებით პრემიერი ვერაფერს შეცვლის. მათივე განმარტებით, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური ვითარებით იქნება განპირობებული.