ფორუმი „გლობალური კარიბჭე 2023“ ბრიუსელში დღეს იხსნება. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა თემატური პანელი მოეწყობა. ერთ-ერთი მათგანი „სატრანსპორტო დერეფნებია”, სადაც მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, ევროკომისიის პრეზიდენტმა - ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია. „გლობალური კარიბჭე” მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში.