13 წლის ბარბარე ფიცხელაურს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას ექიმებმა მწვავე მიელიტის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების გართულებამ მოზარდის პარალიზება გამოიწვია. გოგონას გერმანიაში ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება, რათა სრულად გამოჯანმრთელდეს და კვლავ შეძლოს დამოუკიდებლად გადაადგილება. 13 წლის ბარბარეს დახმარების მსურველებს, თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.