პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ევროკიმოსრის განცხადებით, მხარეებმ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა შეაფასეს, რაც გაფართოების ანგარიშში აისახება. როგორც ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.