კრემლი ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ავრცელებს. კრემლის სპიკერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია და ბოლო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ცნობები მხოლოდ ჭორებია. Reuters-ის ცნობით, დიმიტრი პესკოვი სასაცილოს უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბოლო დღეების განმავლობაში ვლადიმერ პუტინის ნაცვლად საზოგადოებაში მისი ორეული გამოდის. პესკოვი დასავლურ მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გავრცლეებაში სდებს ბრალს.