უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მოსალოდნელზე მეტი გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა არ ითხოვს პოლიტიკურ შეღავათებს და იზიარებს მიდგომას, რომ გაერთიანების გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ქვეყნების მიღწევებს უნდა ემყარებოდეს.