ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. “ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით მორიგი ავაიერიში განახორციელა. ისრაელის თავდასცვის სამინისტროს განცხადებით მათ ყველა რაკეტა გაანადგურეს და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორზე სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მოქალაქეობის მქონე ორი ბავშვი ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, არასრულწვები ექვსი და ცხრა წლისები იყვნენ. ბოლო მონაცემებით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს 1 400-ზე მეტი ისრაელელი და 5 800-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. დღეს „ჰამასმა“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა. 79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი გათავისუფლების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თელ-ავივში ოფიცილაური ვიზიტით იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მაკრონი თავდაპირველად ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ისრაელის პრემიერთან შეხვედრისას მაკრონმა ისრაელის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თავის მხრივ ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასს“ ღაზას სექტორის „ისლამური სახელმწიფოს ანკალვი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტერორისტები პასუხს აუცილებლად აგებენ.