პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ პარლამენტს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის ცვლილებებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, სკოლის დირექტორების არჩევის პროცესში სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი და ფუნქციები იზრდება. როგორც დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის მოქმედი რედაქციით, სამეურვეო საბჭოები სკოლის დირექტორთა არჩევისას ფორმალურ ფუნქციას ასრულებენ - კერძოდ, როდესაც მათ სამინისტრო ასარჩევად დირექტორობის კანდიდატს წარუდგენს, არ არჩევის ან ვერ არჩევის შემთხვევაში, დირექტორს მინისტრი ნიშნავს.