გენერალური პროკურორი უწყების ყოფილ ხელმძღვანელზე პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი შოთაძე ამტკიცებს, რომ ოთარ ფარცხალაძეს გადადგომის შემდეგ, პროკურატურასთან შეხება არ ჰქონია. რაც შეეხება ფარცხალაძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, შოთაძე ამბობს, რომ გამოძიებას სუს-ი აწარმოებს და მისი უწყება მხოლოდ საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს. საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში ირაკლი შოთაძე სალომე ზურაბიშვილის გარშემო განვითარებულ პროცესებსაც გამოეხმაურა. ის ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტებს ისევ იძიებენ. 2019 წელს დაწყებულ გამოძიებას წინ უძღოდა პრეზიდენტის მიერ 34 პატიმრის შეწყალება. შეწყალებულთა შორის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულებიც იყვნენ