ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს − ოლივერ ვარჰეის შეხვდა - Palitra News

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს − ოლივერ ვარჰეის შეხვდა

2023-10-24 20:16:58+04:00

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს − ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფება. მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023". საკითხს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.