ანტისემიტიზმთან შეგუება არ შეიძლება, ევროპა მაგალითი უნდა იყოს, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ ვერ შევეგუებით სხვა ხალხის ან რომელიმე რელიგიის სიძულვილს, ისევე როგორც
ვერ შევეგუებით ანტისემიტიზმის ზრდას. შეუძლებელია იყო ტოლერანტი არატოლერანტობის მიმართ. შეუძლებელია თავისუფლების ან განსხვავებული აზრის მიღმა სიძულვილის დამალვა.
ჩვენ გვაქვს ისტორია, რომელმაც საკმარისი გაკვეთილები უნდა მოგვცეს“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება უნდა დაიგმოს და მსგავს დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.