"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ახალი ბრალდებების მიზეზი ამჯერად პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა ძველი და ახალი პოლიტსაბჭოების გაერთიანება და ამავდროულად ახალი, ე.წ. ბორდის შექმნა, რომელშიც სანდრა რულოვსი, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და სხვა ლიდერები იქნებიან მიწვეულები.