სოლიდარობა ირაკლი ბებუას! - ამ სახელწოდებით აქცია დღეს თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართება. ოკუპირებული სოხუმის მიერ დაკავებული ბებუას მხარდამჭერები თბილისში 19 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან. გარდა ამისა, მსგავსი აქციები ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან და ზუგდიდში სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე გაიმართება. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ბებუას დროულად გათავისუფლების საკითხის, უფრო მეტად გააქტიურებას ითხოვენ. ცნობისთვის, ირაკლი ბებუა საოკუპაციო რეჟიმმა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა. მას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ირაკლი ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ედება. ბებუა "დროშის" დაწვას ადასტურებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. ოჯახის ცნობით, ტყვეობაში მყოფი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.