გაზრდილია უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობაც 104%-ით. კერძოდ, წელს 9 თვეში უბილეთო მგზავრებზე დაახლოებით 3 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მილიონ სამასი ათასი ლარის ოდენობის. ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 9 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 261 მილიონ 864 ათასი ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 204 მლნ ლარი.