სამწუხაროდ, ის რაშიც ფულის გადახდა არ გვენანება ჯარიმებია. როგორც აღმოჩნდა, თბილისში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. ანუ, მიმდინარე წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საჯარიმო თანხის ოდენობა 356%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 13 მლნ ლარზე მეტი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 3 მლნ ლარზე ნაკლები. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 158 მლნ ლარზე მეტი შევიდა, წინა წლის 9 თვეში კი მხოლოდ 130 მლნ ლარი. ცნობისთვის, გასული წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა, შესაბამისად, მოცულობის ზრდა ნაწილობრივ სწორედ ამ ცვლილებით არის განპირობებული.