„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდება. როგორც ანა წითლიძე აცხადებს, საუბრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, კანდიდატის სტატუსი იქნება.
„არ ვიცი რა იქნება დღეს საუბრის თემა, თუმცა, ყველა ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა არის ევროინტეგრაცია და ჩვენი ყველას როლი, ამიტომ, ვვარაუდობ, დიდი ალბათობით, ისევ ეს იქნება, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, რომ ამ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.