ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის 500-ი მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ. ამის მიზეზი უნგრეთის მტკიცე უარი გახდა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი გამოსავლის ძიებას აგრძელებს. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშის გაცემაზე შეთანხმება მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 2023 წლის მაისიდან უნგრეთი ევროპის მშვიდობის ფონდიდან კიევის სამხედრო დახმარების მე-8 ტრანშის გაცემას ბლოკავს.