უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყანაში ღამით ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის სიგნალი ბალისტიკური იარაღითა და დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო გავრცელდა. რუსულმა ძალებმა, სუმის ოლქის 3-ი დასახლება დაბომბეს, ადგილზე 48 აფეთქება დაფიქსირდა. უკრაინული დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე 400-ი ათასზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსებს საკმარისი ძალები ჰყავთ ფრონტის სხვადასხვა სექტორში ცალკეული ოპერაციების ჩასატარებლად.