საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სააქციო საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 1 600 000 ლარი მიითვისა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.