იმის ფონზე, რომ მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს ქალ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდება. რაც შეეხება შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შეტანილ ცვლილებებზე დადებულ ვეტოს, საპარლამენტო ოპოზიცია ელოდება, რომ აღნიშნულ ვეტოს მმართველი გუნდი უპრობლემოდ დაძლევს. რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე დეპუტატები.