კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
„მილუოკი ბაქსის“ ფორვარდმა იანის ანტენტოკუნმპომ სამი წლით გააგრძელა კონტრაქტი კლუბთან. ESPN-ის ინსაიდერის ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, ამ პერიოდში ის 186 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2028-29 წლების სეზონის შემდეგ გათვალისწინებულია ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება.
NBA-ში გატარებული 11 სეზონის განმავლობაში, ბერძენმა კალათბურთელმა 234.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე იყო ძალაში. ანტენტოკუნმპო NBA-ის ჩემპიონია (2021), ასევე ორჯერ იყო რეგულარული სეზონის MVP.