NBA | იანის ანტენტოკუნმპომ „მილუოკისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა - ის 186 მილიონ დოლარს მიიღებს - Palitra News

NBA | იანის ანტენტოკუნმპომ „მილუოკისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა - ის 186 მილიონ დოლარს მიიღებს

2023-10-24 11:52:28+04:00

კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

„მილუოკი ბაქსის“ ფორვარდმა იანის ანტენტოკუნმპომ სამი წლით გააგრძელა კონტრაქტი კლუბთან. ESPN-ის ინსაიდერის ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, ამ პერიოდში ის 186 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 2028-29 წლების სეზონის შემდეგ გათვალისწინებულია ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება.

NBA-ში გატარებული 11 სეზონის განმავლობაში, ბერძენმა კალათბურთელმა 234.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე იყო ძალაში. ანტენტოკუნმპო NBA-ის ჩემპიონია (2021), ასევე ორჯერ იყო რეგულარული სეზონის MVP.