ამსტერდამის „აიაქსმა“ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მორის სტეინი თანამდებობიდან გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ადგილობრივ მედიაში აღნიშნავენ, რომ გუშინ კლუბის ხელმძღვანელებსა და 49 წლის სპეციალისტს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიზეზები განიხილეს. საბოლოოდ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მორის სტეინს ამსტერდამული გრანდი უნდა დაეტოვებინა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსის“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ასპარეზობს, თუმცა, ქართველ ფეხბურთელს სტეინის ხელმძღვანელობით ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა.
მორის სტეინის ხელმძღვანელობით, „აიაქსს“ მიმდინარე სეზონში კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. ერედივიზიონში 9 ტურის შემდეგ ამსტერდამელები 4 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზე იმყოფებიან.