სირიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა ჯგუფმა აიღო. მათი განცხადებით, დეირ ელ ზურის პროვინციაში, ალ ომარის ნავთობის საბადოს მახლობლად მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა დრონებით განხორციელდა. მომხდარის გამო აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პრესკონფერენციის შეწყვეტა მოუწია. მან პრესკოფენრეციის დამსწრეებს განუცხადა, რომ გადაუდებელი საქმის გამო იძულებული გახდა, რომ შეხვედრა შეეჩერებინა და საგანგებო სიტუაციების ოთხში გადასულიყო.