თეირანში „3+3“-ის ფორმატის შეხვედრა გაიმართა. ფორმატის შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „პლატფორმა ღიაა საქართველოს თანაბარ უფლებიანი მონაწილეობისთვის“. აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოილაპარაკეს „გრძელვდიანი მშვიდობის გამტკიცებასა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე“, ასევე, კონსულტაციები გააგრძელონ იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ რეგიონული პლატფორმის მონაწილე ყველა ქვეყანას შორის „ურთიერთობების ნორმალიზებისა და განვითარების პროცესს“. ცნობითვის, საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.