ცესკოში ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მონაცემთა დამუშავება, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები. არჩევნების დროისთვის სამსახურმა უნდა შეიმუშაოს სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების ინფორმირების მიზნით, ცესკო მათთან შეხვედრას გამართავს.