ოპოზიცია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ მიერ “მაუწყებლის შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნება" საზოგადოებას ატყუებს, როდესაც ცვლილებების საჭიროებას, ევროპელი პარტნიორების მოთხოვნით ხსნის. განსხვავებულია პარტია „გირჩის” პოზიცია. ისინი თვლიან, რომ პრეზიდენტის ვეტო უშედეგოა, რადგან რეალურად სალომე ზურაბიშვილისა და „ქართული ოცნების" ინტერესები თანხვედრაშია.