ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის საუბარია ერთობლივ ვიზიტებზე საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში. ლომჯარიას განცხადებით, პრეზიდენტი თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთებას აპირებს. საქართველოს ეროვნული ორბიტის დამფუძნებელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის თემა ევროკომისიის შეფასება და 12 პუნქტის შესრულების საკითხი იყო. ლომჯარია ქვეყნის მე-5 პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში კოორდინირებულ მოქმედებას არც მომავალში გამორიცხავს.