პარტია "ლელო" შოვის საქმეზე გამოძიების შედეგების და თერმული დრონების ჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვს. ოპოზიციის შეფასებით, მნიშვნელოვანია იმის გამოკვეთაც, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რაჭაში სტიქიის შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა არ არსებობდა. პალიტრანიუსთან საუბარში ლელოს წევრი - გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ რაჭის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ და სწორედ ამიტომ, გეგელია ვარაუდობს, რომ საქმის გამოძიება, დროში მიზანმიმართულად იწელება. შეგახსენებთ, რომ რაჭაში, 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის ღვარცოფი წარმოიქმნა. შოვის ტრაგედიიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ჯერ ისევ არ არის ნაპოვნი სტიქიის დროს დაკარგული ბოლო, 33-ე ადამიანი. გარდა ამისა, სამძებრო ოპერაციების დროს ამ სამუშაოებში ჩართული ორი პოლიციელიც გარდაიცვალა.