ვაზისუბანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დროისთვის კლინიკაში ხანძრის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი რჩება. კორპუსში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულები გამგეობამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. მერიის ცნობით, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის. ცნობისთვის, საცხოვრებელ სახლში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა და აფეთქდა. ხანძრის შედეგად კორპუსის 3 სართული დაზიანდა.