,,ენერო-პრო ჯორჯიამ“ კურორტ გოდერძიზე ახალი ქვესადგური ააშენა. მაღალი ძაბვის ქვესადგური უკვე შევიდა ექსპლუატაციაში და ეტაბრივად ხორციელდება აბონენტების მასზე დაერთება. ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორიცელა ახალი ქვესადგურის მშენებლოსთვის, რომელიც თანამედროვე ტიპის ელექტრომოწყობილობებითაა აღჭურვილი და ასევე დამონტაჟებულია დისტანციური მართვის მოწყობილობა. ამასთან, კურორტ გოდერძიზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს. ახალი ქვესადგურის მშენებლობით და ელექტოგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია-მშენებლობით, კურორტი გოდერძი, საიმედო და ხარისხიანი ელექტროენერგიით მარაგდება.