ახლა, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის შესაფერისი დრო არ არის, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„არ მიგვაჩნია, რომ ახლა არის დრო ცეცხლის შეწყვეტისთვის. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი. მათ ჯერ კიდევ აქვთ გასაკეთებელი ჰამასის ხელმძღვანელობისთვის“, - აღნიშნა კირბიმ.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გუშინ განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო, რათა ღაზას სექტორში მეტი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც.