საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით „განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიციირებული სამი ქარისა და ხუთი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, რომელთა განხორციელებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის − სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში იგეგმება.