პარტია ლელო საგამოძიებო უწყებებისგან შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგების გასაჯაროებას ითხოვს, რასაც სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც იზიარებენ. თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს გამოძიების ობიექტურად ჩატარების იმედი არ აქვთ. რა განცხადებები გაკეთდა ლელოს მიერ გამართულ ბრიფინგზე, ცარო კირვალიძე გვეტყვის.