„ჰამასის“ თავდასხმებიდან 2 კვირის შემდეგ ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. ჰამასი საჰაერო თავდასხმებს აგრძელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰამასის 320 სამიზნეს, მათ შორის გვირაბებს და ათობით ოპერატიული მართვის ცენტრს დაარტყეს. ამავდროულად, ღაზაშიც მძიმე მდგომარეობა რჩება. ისრაელი სარაკეტო იერიშებს აგრძელებს და მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. რას ამბობს ისრაელის პირველი პირი ისრაელსა და ღაზაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.