საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე 282 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება - დასაქმებულთა ანაზღაურება მინიმუმ 1 330 ლარი გახდება. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზშია აღნიშნული. „ადმინისტრაციული ხარჯები, რომლებიც საჯარო სექტორის შრომის ანაზღაურებას და საქონლის და მომსახურების შესყიდვას მოიცავს, 367 მლნ ლარით იზრდება. შრომის ანაზღაურებაზე 2.5 მლრდ ლარი დაიხარჯება, (ზრდა 282 მლნ-ია. ხოლო საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე 2.2 მლრდ ლარი დაიხარჯება. ამ შემთხვევაში (ზრდა 85 მლნ ლარია. საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგო 10%-ით იზრდება და თვეში მინიმუმ 1 330 ლარი იქნება. ამასთან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 303-ით იზრდება, რაც ასევე განაპირობებს შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხის მატებას. ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება