უძრავი ქონება ისევ ძვირდება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9 პროცენტით არის გაზრდილი. უწყების ცნობით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტში. ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს. კერძიდ ერთი კვადრატული მეტრის ფასი 5 314 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 756 ლარის ფარგლებშია. მესამე ადგილზეა საბურთალო, 3 652 ლარით. რაც შეეხება სახლებს, აქაც კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოს რაიონებშია