არგენტინის საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. არგენტინის საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, უბნებზე 75-ტ %-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებში მონაწილეობა 25 მილიონზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. ამ დროისთვის, დათვლილია ხმების 90%, რომლის უმეტესობაც - 36% მმართველი პარტიის კანდიდატმა, სერხიო მასამ მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ხავიერ მილემ ხმათა 30% მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი პატრისია ბულრიხმა დაიკავა, რომელმაც უკვე დამარცხება აღიარა. ამ მონაცემების მიხედვით, დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტთან ერთად, მოქალაქეები ასევე ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული კონგრესის წევრებს, ასევე პროვინციების გუბერნატორებსაც ირჩევენ.