„ჰამასის“ თავდასხმებიდან 2 კვირის შემდეგ ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. ჰამასი საჰაერო თავდასხმებს აგრძელებს. ბიბისის ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ დილით ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ორ უჯრედს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ერთი მათგანი ისრაელის სასაზღვრო ქალაქ მატატთან, მეორე კი მაზარია შაბაშში მდებარეობდა, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება იგეგმებოდა. ამავდროულად, ღაზაშიც მძიმე მდგომარეობა რჩება. ისრაელი სარაკეტო იერიშებს აგრძელებს და მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. საომარი მოქმედებების შესახებ სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენს, ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და რომის პაპს შორის შედგა.