გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით, ქართველები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 37 და 32 წლის ქართველები, ქალაქ როზენ-ჰაიმში, რამდენიმე მაღაზიის გაძარცვაში არიან ბრალდებული. გავრცელებული ცნობით, საუბარია, ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებზე. გერმანული მედია წერს, რომ მამაკაცების აყვანა უშუალოდ ქურდობის მცდელობისას მოხდა. გარდა ამისა, მათთან ერთად, დაკავებულია 48 წლის უკრაინელი მამაკაცი. სასამართლო მათ სასჯელს მოგვიანებით გამოაცხადებს.