თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქალაქში არსებულ საცობებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარეს. პარტიის წევრების განცხადებით, თბილისში მუდმივი საავტომობილო საცობები ყოველდღიურ პრობლემად იქცა და ამის მიზეზი კახა კალაძის არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკაა. მათივე თქმით, ოპოზიციური პარტია, თბილისელთა ინტერესებს მომავალშიც დაიცავს და ყველა იმ პროექტის შესრულებას მოითხოვს, რომელიც ქალაქის გზებზე საცობების პრობლემას აღმოფხვრის.