მმართველი პარტია შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის მიერ დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. პრეზიდენტი აღნიშნულ ვეტოს იმით განმარტავს, რომ კანონის ცვლილება ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ამავდროულად, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი პრეზოდენტისგან ახლა უკვე მაუწყებლის კანონის ცვლილებებზე მორიგ ვეტოს ითხოვს. რას ამბობენ აღნიშნულ საკითხებზე დეპუტატები