საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.
ირის ანტმანის გუნდი, ერთა ლიგის მესამე შეხვედრას 27 ოქტომბერს, სტუმრად, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 31 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი ლიეტუვას თბილისში უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. მოახლოებული შეხვედრებისთვის ირის ანტმანმა ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.