სუპერ-შენგელიას წინამძღოლობით „ვირტუსმა“ „დინამო სასარი“ დაამარცხა – ასეთი სათაური აქვს სტატიას იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე. ბოლონიელებმა ანგარიშთ 80:66 გაიმარჯვეს. თორნიკე შენგელიას კი ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მან 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა. ეს იყო ბოლონიური კლუბის მეოთხე მატჩი და მეოთხე გამარჯვება მიმდინარე სეზონში. „ვირტუსი“ 4 მოგებით ლიდერია. შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 27 ოქტომბერს ევროლიგაზე ფრანგული „ლიონის“ წინააღმდეგ ელის. გამოცემა legabasket-ი აღნიშნავს, რომ სუპერ შენგელიასთან ერთად ბოლონიური გუნდი შეუჩერებელია.