საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ, ბოლო 15 დღის განმავლობაში, ისრაელიდან საქართველოში, 15 ათასზე მეტი ადამიანი ჩამოვიდა.ლაშა ჟვანიას თქმით, ამ ეტაპზე, "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს აღარ ასრულებს, თუმცა ავიაკომპანიამ რეისები დაამატა ლარნაკადან თბილისისკენ, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებზე კი ისრაელის სამი ავიაკომპანია მუშაობს.