მთაწმინდის პარკში, არამოტორიზებულ ავტომობილებს შორის შეჯიბრება - Red Bull Soapbox Race გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც გუნდი Tech Crush გახდა. შეჯიბრის ყველაზე კრეატიული მონაწილის სტატუსი დათუნა არჯევანიძეს შეხვდა. Red Bull Soapbox Race საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 30-ი გუნდი, რომელიც 250-ი მსურველიდან შეირჩა. ღონისძიებაში მონაწილე გუნდებმა საკუთარი ფანტაზიით და წინასწარ გაწერილი ზომების მიხედვით შექმნეს ხელნაკეთი ავტომობილები, რომელიც მაყურებელმა და ჟიურიმ საგამოფენო სივრცეში დაათვალიერა.