უკრაინის გეშტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ. მათივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ყველაზე აქტიურად უტევენ კუპიანსკს, ლიმანს, ავდეევკასა და მარინკას, თუმცა უშედეგოდ. წყების ცნობთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერთან 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. ლიმანის მიმართულებით უკრაინამ 10-ზე მეტი თავდასხმა მოვიგერია. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.